აჭარაში შტორმს ელოდებიან
აჭარის ზღვის სანაპიროზე შტორმს ელოდებიან. როგორც რეგიონის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სანაპიროებზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს იმას, რომ მცურავი საშუალებებისა და დამსვენებლებისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია.
ბათუმში ამ დროისთვის გადაუღებლად წვიმს.
ამასთან, ქობულეთი-ბათუმის ცენტრალური გზის ჩაქვის მონაკვეთზე ამ დროისთვის მოძარობა შეფერხებულია. ძლიერი წვიმის გამო, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება უჭირთ. ადგილზე მუშაობენ როგოც ქობულეთის, ასევე ბათუმის სამაშველო სამსახურის ბრიგადები.