ფინანსთა სამინისტროს ყოფილ შენობასთან აქცია მიმდინარეობს

   ვაკეში, ფინანსთა სამინისტროს ყოფილ შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
ყოფილი სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები, დაგეგმილ მშენებლობას და ხეების უკანონო გაჩეხვას აპროტესტებენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე 21-სართულიანი, მრავალფუნქციური კორპუსი შენდება.
მოსახლეობა აცხადებს, რომ აღნიშნული მშენებლობით, საფრთხე ექმნება მათ საცხოვრებელ ბინებს, რადგან ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძრო ბრიგადები ეზოში შესვლასა და კიბის გაშლას ვერ მოახერხებენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები