სტუდქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო

  შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებთან და ვაკის რაიონის დასუფთავების სამსახურის ჯგუფთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე, გიორგი სოლომონია მონაწილეობდა.
მერის მოადგილის განცხადებით, ტერიტორია სისტემატიურად სუფთავდება, თუმცა მოსახლეობის დაუდევრობის გამო სისუფთავის შენარჩუნება ვერ ხერხდება.
გიორგი სოლომონია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტერიტორიის დანაგვიანებისგან.
დასუფთავების აქციის ფარგლებში, სტუდქალაქის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მთლიანად გაიწმინდა.
ადგილზე რამდენიმე ტრაქტორი და თვითმცლელი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები