ნათია ფანჯიკიძე: პუშკინის სკვერში ვინ მოიცალა ხეების დასაჩეხად?
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბუნების დაზიანება-კლიმატის ცვლილების პრობლემებზე სოციალურ ქსელში საუბრობს და თბილისში ხეების წრას აპროტესტებს.
„ბუნების დაზიანება-კლიმატის ცვლილების პრობლემებზე საქმის კურსში ყოფნისთვის მთელი საქართველო ვიზებს “ვჩალიჩობდით”, რომ არაფერი გამოგვრჩენოდა და პუშკინის სკვერში ვინ მოიცალა ხეების დასაჩეხად? ვინ იხელთა დრო, სანამ ბარგს ვალაგებდით? არადა სად იყო “გეერო”, ჯერ კიდევ როდის “ტყე შეუნახე შვილებსაო” – ჩვენ რომ ვმღეროდით!?“, – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.