თბილისში დასაქმების ფორუმი გაისხნა

  “ექსპო-ჯორჯიას’ მე-4,5,6 პავილიონებში დასაქმების ფორუმი გაიხსნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული პირველი მასშტაბური ფორუმია, სადაც 25 ათასამდე ადამიანს შესაძლებლობა ექნება უშუალოდ შეხვდეს და საკუთარი მონაცემები (CV) გააცნოს პოტენციურ დამსაქმებლებს.
დასაქმების ფორუმში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დაახლოებით 180-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას, რომლებიც მათთვის საინტერესო ვაკანსიებზე დაასაქმებენ ფორუმში მონაწილე დასაქმების მსურველებს. გასაუბრებისთვის თითოეულ ინტერვიუერს 3-4 წუთი ექნება.
მათივე ინფორმაციით, სპეციალურ ონლაინ -მისამართზე რეგისტრაცია 5507-მა მსურველმა გაიარა.
ფორუმში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლები, ტურისტული კომპანიები, საავადმყოფოები,კლინიკები, ბანკები, მარკეტები და სხვადასხვა უწყებები. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ გახსნა, პრეზენტაციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა მელაძემ და ევროკავშირის პროექტების უფროსის მოადგილემ სტეფან სტორკმა. გასაუბრებაში მონაწილეობა შესაძლებელია მათთვის, ვინც წინასწარ იყო დარეგისტრირებული შრომითი ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში-WWW.WORKNET.GOV.GE-ზე და ფორუმისთვის სპევციალურად დარეგისტრირდა ონლაინ-მისამართზე-WWW.SSA.GOV.GE

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები