ილია მეორე ქართველ ერს მოუწოდებს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვა აღავლინონ

  საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევაა, რომ 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
“უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”. ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები