“ჯეოსელი” მომხმარებლებს აფრთხილებს

  ხვალ კომპანია “ჯეოსელის” მომხმარებლებს შესაძლოა ტექნიკური პრობლემები შეექმნათ. კომპანიის ინფორმაციით, “ჯეოსელში” ტექნიკური ბაზის გადახალისების პროცესი მიმდნარეობს.
“ჯეოსელში” ტექნიკური ბაზის გადახალისების პროცესი მიმდინარეობს, რაც განაპირობა მობილურ ინტერნეტზე და მასთან ასოცირებული სერვისების მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ. ამასთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს კომპანიაში ჩატარდება ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმური სამუშაოები, რამაც შესაძლებელია ქსელში გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს. გვინდა, წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს აბონენტებს შესაძლო დისკომფორტის შექმნისთვის. ჩვენ ვეცდებით აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები მაქსიმალურად მცირე დროში განვახორციელოთ, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს ჩვენს აბონენტებს უფრო დახვეწილი და თანამედროვე სერვისები შევთავაზოთ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები