“უცნობი” დუმილს არღვევს – საკნის დატოვება გია ყანჩელმა მთხოვა

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ იგივე “უცნობმა “ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საკნიდან გამოსვლის გადაწყვეტილებისა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მას კომპოზიტორი გია ყანჩელი დუკავშირდა, საკნის დატოვება და პროექტის გაკეთება შესთავაზა.
„უცნობის“ თქმით, მან და გია ყანჩელმა ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლი სახელწოდებით “უცნობი ტაია“ შემქნეს, რომელსაც 24 სექტემბერს რუსთაველის თეატრში დადგამენ.
“ბატონი გია ყანჩელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ გამოვსულიყავი საკნიდან და ის სათქმელი, რაც მქონდა ლექსით და სიმღერით მეთქვა. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, რა პრობლემაც დგას და გავაკეთეთ მუსიკალური სპექტაქლი, რომელსაც შემდეგ დავარქვით “უცნობი ტაია“ თუ რა არის და როგორ არის, მგონი ამას მაყურებელი და მსმენელი თავად შეაფასებს“, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები