გრიგოლიას სინანული და მარგველაშვილის კოცნა პირდაპირ ეთერში (ვიდეო)
გიორგი მარგველაშვილის სტუდიიდან გაცილებისას, თოქ-შოუ „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ მასსა და პრეზიდენტის პრესმდივანს შორის რამდენიმე ხნის წინ მომხდარი უთანხმოების შესახებ კომენტარი გააკეთა და სინანულით აღნიშნა, რომ ზედმეტმა ემოციამ მასშიც იმძლავრა.
„მთელმა ფეისბუქმა შეიტყო, რომ მქონდა ერთგვარი გაუგებრობა თქვენს პრესსამსახურთან. ეს ალბათ ჩემი ემოციის ბრალიც იყო, მე ეს მინდა ვთქვა პირდაპირ ეთერში, არ ვიცი დავბერდი თუ რამ მჭირს, ცოტა ზედმეტმა ემოციამ ჩემშიც იმძლავრა. მე მიხარია, ამ ჩვენი გაუგებრობის თუ დაპირისპირების მიუხედავად, დღევანდელი ინტერვიუ, რომ არ ჩაშალა“, – მიმართა ინგა გრიგოლიამ გიორგი მარგველაშვილს.
ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა ინგა გრიგოლიას მადლობა გადაუხადა და ემოცია ვერ დამალა.
„ინგა ძალიან დიდი მადლომა, მინდა, რომ გაკოცო ამისთვის “, – აღნიშნა პრეზიდენტმა, რაზეც გრიგოლიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტები პირადპირ ეთერში ასე კოცნიან ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლისა და პრეზიდენტის პრესმდივანს თიკო მჟავანაძეს შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე წერდა, რომ პრეზიდენტის პრესმდივანმა დაურეკა და გალანძღა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=eGhEWKOyOuE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]