ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ლაურა ღაჭავას და ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს

ნოშრევან ნამორაძის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ ლაურა ღაჭავას სასამართლოში უჩივლოს. ნინო სუთიძის თქმით, თუ ლაურა ღაჭავა ნამორაძის ნარკომოვაჭრეობის შესახებ მასალას არ დადებს, მას სასამართლოს გზით ბოდიშის მოხდა მოუწევს. როგორც სუთიძე აცხადებს, მას დღეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაურეკა, რომელმაც სთხოვა კომენტარი ლაურა ღაჭავას განცხადებაზე, თითქოს ერეკლე კოდუამ ნოშრევან ნამორაძე იმიტომ დაიჭირა, რომ ის ნარკოვაჭარი იყო.
ნინო სუთიძის თქმით, თუ მისი მეუღლე ნარკოვაჭარი იყო, ერეკლე კოდუას ამის დამამტკიცებელი ოპერატიული მასალა უნდა გააჩნდეს.
“მივმართავ ლაურა ღაჭავას, რომ თუ არ დადებს მასალას მისი ე.წ. გენერალი შვილი ერეკლე კოდუა, რომ ნოშრევან ნამორაძე ნარკოტიკს ყიდდა, სასამართლოს წესით აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, მინიმუმ ბოდიშის მოხდა. ხომ იყო მისი შვილი გენერალი. ძალიან ძლიერი ოპერატიული მუშაკი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნოშიკოს ნარკოვაჭრობის ამსახველი მასალა. მე მოვითხოვ, დადოს ეს მასალა”, – განაცხადა სუთიძემ
ამასთანავე, ნინო სუთიძე ნანუკა ჟორჟოლიანსაც მიმართავს და აცხადებს, რომ ტელეჟურნალისტმა სპეკულაციებსა და ტყუილებს თავი დაანებოს. მისი თქმით, ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნოშრევან ნამორაძე გიორგი კვირიკაშვილის ახლობელია, აღნიშნულს ნინო სუთიძე უარყოფს.
“არც ჭიკაიძესთან გვაკავშირებს არანაირი ნაცნობობა. ამის დამადასტურებელიც დადოს, გარდა იმისა, რომ საპატრიარქოში ჩვენს გარდა 150 ჩვეულებრივი მოქალაქე იყო სტუმრად. დაანებოს ამ მინისტრებს თავი. გვესმის, რომ ძალიან მტკივნეულია, ცუდად ხდებიან, როცა ახალ მთავრობას უყურებენ, მაგრამ შეეგუონ, რადგან სამუდამო არაფერია. ასევე ხდებოდნენ მოქალაქეები, როცა მის ე.წ. გენერალს უყურებდნენ, მაშინ რაც უქნა ხალხს მისმა ქმარმა და მერე რომ გამოდის და “ბულოვკა”, “ტუფლი” – რა ენაზე ლაპარაკობს, რომ ვერ გააგებინა საზოგადოებას, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ სპეკულაციებს თავი დაანებოს.
არ გყავს მინისტრები ნაცნობები, არ ვიცნობთ სამწუხაროდ, თუმცა მოხარული ვიქნებოდი, რომ მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. ძალიან პატივს ვცემ ყველას. საერთოდ ამ მთავრობას პატივს ვცემ, რადგან ეგენი მოგვაშორეს”, – დასძინა სუთიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები