“ფრთხილად კვესიტაძე, არ გადაამლაშო ტყუილებით, “ნაციონალების“ დრო აღარაა“

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემა “ განსხვავებული აქცენტების“ ანონსს , რომელიც ციხესა და კრიმინალს ეხება ფისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ნიკოლეიშვილი ეკა კვესიტაძეს ზომიერების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ “ტყუილების გადამლაშების“ შემთხვევაში სასამართლოს გზით მოუწევს პასუხის გება.
„ახლა ვუყურე ეკა კვესიტაძის “შაპკას” შაბათის გადაცემისთვის. ძველი, “ნაციონალების“ დროინდელი კადრები და აუდიოჩანაწერები იმ პირებისა, ვინც უკვე გასამართლებული, თან კანონის მთელი სიმკაცრით, ჩემი აზრით ზედმეტადაც და ზოგ შემთხვევაში დაუსაბუთებლადაც. ამ საქმეებთან პროფესიული შეხება მქონდა, და ვიცი, რა ხდებოდა და სად იყო არაობიექტურობა. ფრთხილად, კვესიტაძე, არ გადაამლაშო ტყუილებით, თორემ “ნაციონალების“ დრო აღარაა, სასამართლოთში მოგთხოვენ პასუხის“, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები