„ვინ მოკლა ილია“

დღეს, 17:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში” მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – „ვინ მოკლა ილია…”ს პრემიერა გაიმართა. ფილმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიხედვით გადაიღეს.
რეჟისორის ჩანაფიქრით მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება – ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომხდარის დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება. ექსპერტების დახმარებით მკვლელობის სრული რეკონსტრუქცია გაკეთდა.
ფილმის ავტორების მიზანი იყო 1907 წლის 12 სექტემბერს საბედისწერო მოვლენების განვითარების არა მხოლოდ მხატვრული ხერხებით ჩვენება. საზოგადოება ფილმის ხილვისას ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნობა, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები