260 დევნილს და 46 სამხედროს ოჯახს ბინები გადაეცემა
260 დევნილს და 46 სამხედროს ოჯახს ბინები გადაეცემა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობით 260 დევნილს, ხოლო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 46 სამხედროს ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.