„გრიპის რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს სახელმწიფო უფასო ვაქცინაციას ჩაუტარებს“
„ოქტომბრის ბოლოდან გრიპის ინფექცია გააქტიურდება, იმ ადამიანებს კი, რომლებიც რისკჯგუფებს წარმოადგენენ, სახელმწიფო საჭირო აცრას უფასოდ ჩაუტარებს“ – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„წინასწარი პროგნოზის თანახმად წელს იცირკულირებს ისეთივე შტამი, როგორიც შარშან იყო. ვაქცინაცია სასურველია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გრიპის რისკჯგუფებს წარმოადგენენ. ესენი არიან: ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფები. მათთვის ვაქცინაცია რეკომენდებულია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორც აუცილებელი, არცერთი ქვეყნის ეროვნულ კალენდარში არ შედის. ის არის სარეკომენდაციო განსაკუთრებით ამ ჯგუფებისთვის.
ჩვენ გრიპის ვაქცინის გარკვეული მარაგი გვქონდა, რითაც გასულ წელს სწორედ ეს რისკჯგუფები – მოხუცთა სახლების მაცხოვრებლები და ბავშვები აიცრნენ. წელსაც ვაქცინის გარკვეული მარაგი იქნება და კვლავაც იმავე რისკჯგუფებში გავუწევთ მის მიღებას რეკომენდაციას. გრიპის ვაქცინა არის კერძო სექტორშიც და მისი მიღება თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, გარდა იმ ზოგადი ჰიგიენური პირობებისა, რაც ყველა ინფექციის დროს აუცილებელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საუბრის დასასრული