ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო კონცერტი

20 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წლის დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართება. შესრულდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები, ასევე შედგება რეჟისორ ნანა კიკნაძე-შადურის დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც მაჭავარიანის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს. ამასთან დაკავშირებით დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
2014 წელი კომპოზიტორის საიუბილეო წელია, მას დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოსა და უცხოეთში არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება ჩატარდა. კონცერტები გაიმართა ანკარაში, ჰამბურგში, ბრიუსელში, ლონდონში, ლისაბონსა და სანქტ-პეტერბურგში. საიუბილეო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. პროექტის ორგანიზატორია ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ხელმძღვანელი მაია ხუროძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები