ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ხვალ დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ: ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე: ცოტნე დადიანის ქუჩის 338 აბონენტს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ავშნის და გია რომელაშვილის ქუჩების 2739 აბონენტს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე: სანავარდოს, ახტალის, წერონისის, კალუჟინის, ლისაშვილის, რაჭის, გომარეთის, ბახმაროს, ჟღენტის და ზედაუბნის ქუჩების 413 აბონენტს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების 1524 აბონენტს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამრეწველოს დასახლების, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის 664 აბონენტს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზოვრეთის, მგალობლიშვილის, ზემო ვეძისის ქუჩების 359 აბონენტს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის და შმიდტის ქუჩის 582 აბონენტს.
გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და III მიკრორაიონების 1069 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის II ჩიხის 69 აბონენტს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკაშიძის და გორგასლის ქუჩების 211 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გროზნოს, თეთრნულდის, კიკვიძის და პალიასტომის ქუჩების 450 აბონენტს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის 294 აბონენტს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე: სამტრედიის, გუდაუთის და დავით ბაქრაძის ქუჩების 38 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.