ნანუკა ჟორჟოლიანი: გაგიკვირდებათ და ქალთა კოლონიიდან დამირეკეს!
გადაცემა “ნანუკას შოუში” დედა-შვილის სალომე და თამარ ტეტიაშვილებისთვის საჩუქრად ბინის გადაცემის ფაქტმა პატიმარი ქალბატონებიც გაახარა. ამასთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე თავად წერს.
“გაგიკვირდებათ და ქალთა კოლონიიდან დამირეკეს! პატიმარი ქალი იყო ( სახელს არ ვიტყვი) და ყველას მაგივრად მინდა ჩვენი ემოციები გაგიზიაროთ გუშინდელ გადაცემაზეო. დაკეტილ სივრცეში რომ ხარ, 7,12,9 წელი რომ გაქვს მისჯილი, დარეკვის უფლება იშვიათად რომ გაქვს და იმასაც იმაში რომ გამოიყენებ სხვას მადლობა უთხრა და უფრო მეტიც, საერთოდ, ამ დროს სხვისი სიხარული ასე რომ გიხარია, არის იმაზე მაგარი ემოცია, ვიდრე ვინმესგან ველოდი დღეს! მათ საკუთარი სახლი ენატრებათ, ბევრს შეიძლება არ აქვს, საერთოდ, მაგრამ სხვისი ბედნიერება მაინც ახარებთ! მაგარია!“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
“ნანუკას შოუში” დედა-შვილს სალომე და თამარ ტეტიაშვილებს საჩუქრად ბინა გადასცეს.