თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბერს გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით დღეს, რუსთაველის თეატრის ვიპ დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ასევე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი და ფესტივალის სხვა ორგანიზატორები დაესწრებიან. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. სამინისტროს ინფორმაციით, “GEORGIAN SHOWCASE + NEW MARKET” წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას 52 სპექტაკლითა და 54 საერთაშორისო სტუმრით შავი ზღვისა და კავკასიის თეატრალური დასები დაემატება. 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროგრამამ სხვადასხვა ქვეყნიდან 77 კომპანიას და 160 სპექტაკლს უმასპინძლა. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით “მოხეტიალეთა სიმღერები” გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები