კონცერტი „ქართული მოტივები“
25 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზი კონცერტ „ქართული მოტივებს“ უმასპინძლებს. კონცერტი ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება და მისი პირველი შესრულებაც ლატვიაში 2013 წლის შემოდგომაზე მოხდა.
კონცერტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში მონაწილეობს ევროპაში კარგად ცნობილი ლატვიის სახელმწიფო გუნდი „ლატვია“ (50 მომღერალი), მარის სირმაისის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, სპეციალურად ამ საღამოსთვის შეიქმნა მუსიკალური ნაწარმოებები ლატვიელი კომპოზიტორების მიერ, რომელშიც გამოყენებულია ქართული ხალხური სიმღერები. აღნიშნულ ნაწარმოებებს ერთობლივად ასრულებენ ლატვიის სახელმწიფო გუნდი „ლატვია“ და მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“. კონცერტის ორგანიზატორი და მხარდამჭერები გახლავთ ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოსა და ლატვიის კულტურის სამინისტროები. გუნდთან ერთად კონსერვატორიაში მოსვლას გეგმავს ლატვიის კულტურის მინისტრი, რომელიც კონცერტს ქართველ კოლეგასთან ერთად დაესწრება.