„საქართველოს დამფუძნებელი კრება: პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა: 1921-1978″

20 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული გამოფენა „საქართველოს დამფუძნებელი კრება: პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკა: 1921-1978″ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ოკუპაციის შემდეგ განვითარებული ის საკვანძო პოლიტიკური მოვლენები, რომელშიც დამფუძნებელი კრების დეპუტატები მონაწილეობდნენ. გამოფენის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური პროცესები, დამფუძნებელი კრების დეპუტატების როლი ამ პროცესებში და მათ წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბი. გამოფენა მომზადდა პროექტის „საბჭოთა წარსულის გააზრება” ფარგლებში ფონდის „National Endowment for Democracy”-ს ხელშეწყობით. გამოფენის პარტნიორები არიან: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივი, საქართველოს ეროვნული არქივი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლიტერატურის მუზეუმი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი. გამოფენა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები