ვანის სახარების ყდის რესტავრაცია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიაში, ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, თამარ მეფის დაკვეთით გადაწერილი ვანის სახარების ყდის რესტავრაცია დაიწყო. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასევე მიმდინარეობს პროექტი „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა“, რომელიც ითვალისწინებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული XI-XIII საუკუნეების მოჭედილყდიანი ხელნაწერების ყდების დეტალურ შესწავლას, დიაგნოსტიკას და კონსერვაციის მეთოდის განსაზღვრას მათი შემდგომი კონსერვაციისა და დაცვის, პოპულარიზაციისა და პროპაგანდისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები