სანდრო ბრეგაძე: გივი თარგამაძეს ავიწყდება რომ „დებილიზმის“ და ოროსნობის გამო გარიცხეს სამედიცინო უნივერსიტეტიდან
მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე გივი თარგამაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც თარგამაძე შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს მეტყველების გამო აკრიტიკებს. როგორც ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გივი თარგამძე სამედიცინო უნივერსიტეტიდან ოროსნობის გამო გარიცხეს.
„ეს რომ მეტყველებაზე ვინმეს დასცინებს. ერთუჯრედიანი, რომლის ინტელექტიც ყველანაირი განზომილებით ნულს ქვემოთაა. ავიწყდება, რომ „დებილიზმის” და ოროსნობის გამო გარიცხეს სამედიცინო უნივერსიტეტიდან. არა, მაინც საოცრებაა – გივია თარგამაძე რომ ვინმეს მეტყველებას დაუწუნებს… მეტყველი კი არა, პირუტყვი ბრძანდებით, გივიიი!!” – წერს სანდრო ბრეგაძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ხელისუფლებას ე.წ. კანონიერი ქურდის ფრიდონ ბარკალაიას დაკავებას სთხოვს, რომელიც, მისი მტკიცებით, დღეს სენაკში იმყოფება.
„პარლამენტში ვიბარებთ ალექსანდრე ჭიკაიძეს, იქნებ მოვიდეს და პასუხები მაინც გაგვცეს არა მისმა მოადგილემ, არა ვინმე გამოგზავნილმა ადამიანმა. არა უშავს, რომ ცუდად მეტყველებს, პირობას გაძლევთ, რომ არ დავცინებთ”, – განაცხადა თარგამაძემ.