ავღანეთის, სირიის და კონგოს გვერდით საქართველო ყველაზე უბედური ქვეყნების რეიტინგში მოხვდა
კომპანია „ Gallup-Healthways“-მა პლანეტის ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. საუბედუროდ ( ეს სიტყვები ორმაგად სიმბოლურია) საქართველო ავღანეთის, სირიის, კონგოს, უგანდას თუ ჩადის გვერდით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უბედური ქვეყნის რიცხვში მოხვდა.
რეიტინგის შედგენისას კომპანიის წარმომადგენლები შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ: მოქალაქეთა ფინანსური კეთილდღეობა, მათი სოციალური დაცულობის დონე, მოქალაწეთა დამოკიდებულება ახლობლებისადმი და ჯანმრთელობის მაჩვენებლები.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: 1.პანამა 2.კოსტა-რიკა 3.დანია 4. ავსტრია 5.ბრაზილია 6.სალვადორი 7.ურუგვაი 8.შვედეთი 9.კანადა 10.გვატემალა.
ყველაზე უბედური ქვეყნების ათეული შემდეგია: 1.სირია 2.ავღანეთი 3.ჰაიტი 4.კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 5. ჩადი 6. მადაგასკარი 7. უგანდა 8. ბენინი 9.ხორვატია 10. საქართველო.
გამოკითხვა 2013 წლის განმავლობაში მსოფლიოს 135 ქვეყნის 15 და მეტი წლის 133 ათასი ადამიანის გამოკითხვას ემყარება, რომლებმაც სატელეფონო და პირდაპირ საუბრებში შემდეგ კითხვებს უპასუხეს:
* გიყვართ ის , რასაც ყოველდღე აკეთებთ ?
* თქვენ ყოველდღე გეგმავთ ან აკეთებთ რაიმე საინეტერესოს ?
* ვიღაც ყოველთვის ზრუნავს თქვენზე რომ ჯანმრთელი იყოთ ?
* თქვენი მეგობრები და ოჯახი ყოველდღე დადებითი ენერგიით გავსებენ?
* გაქვთ თუ არა საკმარისი თანხა იმისთვის, რომ გააკეთო ყოველივე რაც გსურთ ?
* უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში სწუხდით თუ არა ფულადი პრობლემების გამო ?
* ქალაქი ან რაიონი სადაც ცხოვრობთ იდეალური ადგილია თქვენთვის ?
* უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში უკეთესი ხდება თუ არა ქალაქი ან ოლქი სადაც ცხოვრობთ?
* უკანასკნელი შვიდი დღის მანძილზე ყოველ დღეს აქტიურ და პროდუქტიულ დღედ მიიჩნევდით ?
* თქვენი ჯანმრთელობა თითქმის იდეალურია ?