თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის საკითხი არ გადაიხედება

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივა თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით არ გადაიხედება. ტერიტორია, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამინისტროსთან, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ქონების გადმოცემა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პარალელურად, უკვე დაწყებულია ახალგაზრდული ცენტრის პროექტირებისთვის საჭირო პროცედურები. რაც შეეხება თსუ მაღლივ კორპუსთან მიმდინარე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას, მშენებლობის ნებართვა გაცემულია უსაფრთხოებისა და ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით. ამასთან, გაზგასამართი სადგური არავითარ პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები