რესტორნების ქსელ „თაღლაურას“ ადმინისტრაცია მათი ობიექტის დახურვის ფაქტს უარყოფს

რესტორნების ქსელ „თაღლაურას“ ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანიის’” კუთვნილი სახინკლე “თაღლაურა” დაიხურა. როგორც ადმინისტრაცია ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს, „თაღლაურას“ ყველა ობიექტი მუშაობს შეუფერხებლად.
„ინტერნეტსივრცეში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოსდა პროდუქციის ხარისხის გაურკვეველი წარმომავლობის გამო დახურული იქნა „თაღლაურას“ ერთ- ერთი რესტორანი. „თაღლაურას“ ყველა ობიექტი მუშაობს შეუფერხებლად და მის სტუმრებს ტრადიციულად სთავაზობს გამორჩეულად მაღალი ხარისხის პროდუქციას და მომსახურებას.
ასევე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი დეზინფორმაცია მეტყველებს მისი გამავრცელებლების არაპროფესიონალიზმზე და არაობიექტურობაზე და შეიძლება განხილული იქნას, როგორც კერძო ბიზნესის გამართულ ფუნქციონირებაში უხეშად ჩარევა. მოვუწოდებთ ზემოთ აღნიშნული დეზინფორმაციის გამავრცელებელ ინტერნეტგამოცემებს, დაუყონებლივ შეცვალონ მათ მიერ საკუთარ ვებგვერდებზე ატვირთული ინფორმაცია და მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გამოქვეყნებისაგან“, – აღნიშნულია რესტორნების ქსელის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შპს „თაღლაურა“ მენეჯმენტ კომპანის’” კუთვნილი სახინკლე “თაღლაურა” დახურა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვა დარღვევებთან ერთად, სახინკლეში ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ფორმა N2, რის გამოც “თაღლაურა” დაიხურა და შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი’” დაჯარიმდა 1000 ლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები