უკრაინელი ბავშვები ანაკლიის ბანაკში იმყოფებიან

“მომავლის ბანაკს” უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ახალგაზრდები ეწვივნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანაკში დახვედრის საზეიმო ცერემონია მოეწყო, სადაც ლიდერებმა სპეციალურად მათთვის ქართული და უკრაინული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს.
მოზარდები ანაკლიაში 16-დან 30 სექტემბამდე დაისვენებენ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ახალგაზრდები ,,მომავლის ბანაკში” ჩამოიყვანეს.~
“ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” მიერ ახალგაზრდებისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ხელშეწყობას. პროგრამა დატვირთულია როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი აქტივობებით. უკრაინელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ აქტივობებში – ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი. მონაწილეობას მიიღებენ კინოჩვენებებსა და ინტელექტუალურ თამაშში – ,,რა? სად? როდის?”, იმოგზაურებენ აკვაპარკსა და მარტვილის კანიონში. მოინახულებენ დადიანების სასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები