“ლანგეითში“ ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის ავიაკვირეულის ფარგლებში ხვალ, 17:00 საათზე ამერიკულ საგანმანათლებლო ცენტრ “ლანგეითში“ ღონისძიება გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე „ლანგეითის“ პატარა მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს წარადგენენ. საუკეთესო ნაშრომების ავტორები სერტიფიკატებს მიიღებენ. ღონისძიებას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი სტუმრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები