ტრენინგი ტრეფიკინგის ბრძოლის საკითხებზე

ოცამდე პროკურორი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მსჯელობენ. მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი დაბა კაჭრეთში საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარეობს, რომელსაც მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და 20-მდე პროკურორი ესწრება.
პრესცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია პროკურორთა სპეციალური ჯგუფის გადამზადება პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, რომლებიც შემდგომში ამ კატეგორიის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობას განახორციელებენ.
ტრენერად მოწვეულია ამერიკელი პროკურორი და ექსპერტი მიშელე მორგანი, რომელიც ქართველ პროკურორებს გამოცდილებას გაუზიარებს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა არის საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამ კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, დანაშაულის გამოვლენასა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემასთან ერთად, უმთავრესია მათი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და დასჯა, სადაც პროკურორის როლი გადამწყვეტია. ტრენინგი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს, 3 დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები