„მერიამ 3 000 ბავშვისთვის შესაძლო ფართების სწრაფად მოძიება და შეკეთება დაიწყო“
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს დღეებში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. მისი თქმით, თბილისის მერიამ 3 000 ბავშვისთვის შესაძლო ფართების სწრაფად მოძიება და შეკეთება დაიწყო.
“ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ წართმეული საბავშვო ბაღი დავუბრუნეთ ბავშვებს ჩუღურეთის რაიონში. ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 132-ე ბაგა-ბაღის დაფუძნებაზე თანხმობა უნდა მივცეთ ბაღების მართვის სააგენტოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.