„სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეზრდებათ“

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეზრდებათ. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მესამე შვილის შემთხვევაში 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარს მიიღებენ, მეოთხე შვილის შემთხვევაში, 800 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარს, მეხუთე და შემდგომი შვილის შემთხვევაში 1 000 ლარის ნაცვლად, 1 500 ლარს მიიღებენ.
“წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვპირდებოდით, რომ მრავალშვილიან ოჯახებზე გაიზრდებოდა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ცვლილებებით ეს უკვე გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი პირველი წინასაარჩევნო დაპირება. მინდა მოგილოცოთ და ხალხს მივულოცო, რომ დავიწყეთ რეალური ქმედებები, მიუხედავად ამ გაჭირვებაში ყოფნისა და ბიუჯეტისა, რომელიც ჩვენ დაგვხდა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები