1 დაღუპული და 8 დაშავებული – ისრაელზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
ისრაელის ჩრდილოეთით დღეს საჰაერო თავდასხმის სირენები რამდენჯერმე ამოქმედდა.
ადგილობრივი მედია სასწრაფო დახმარების სამსახურზე (MDA) დაყრდნობით წერს, რომ იერიშის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანია დაშავებული.
დაშავებულები ქალაქ ცვაფტის საავადმყოფოში გაგზავნეს.
Times of Israel-ი წერს, რომ მედიკოსებმა იერიშის შედეგად დაზიანებული შენობიდან ნანგრევებიდან დაღუპული ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
ინფორმაცია ზუსტდება.