პეზეშკიანი: ისრაელის დარტყმები ლიბანზე მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ლიბანზე ისრაელის დარტყმები ძირს უთხრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ნებისმიერ მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს.

მისი თქმით, ისრაელის ქმედებები ძირს უთხრის დიპლომატიურ ძალისხმევას და შემდგომ ესკალაციას იწვევს.

პეზეშკიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი „ლიბანელ ხალხს არ მიატოვებს“.

განცხადებები დაძაბულობის მკვეთრი ესკალაციის ფონზე გაკეთდა: ისრაელმა ლიბანში ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში “ჰეზბოლასთან” კონფლიქტი დაიწყო.

ცნობების თანახმად, ოთხშაბათის თავდასხმებს 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები