ავიაკომპანია Lufthansa-ს ბორტგამცილებლები გაიფიცნენ
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ბორტგამცილებლები გაიფიცნენ.
პროფკავშირის გადაწყვეტილებით, სამუშაოს შეწყვეტა ერთდღიანია და მიზნად ისახავს მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსვლას, რომელიც შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესებას უკავშირდება.
გაფიცვა შეეხება Lufthansa-სა და მის შვილობილ Lufthansa CityLine-ს, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად იმოქმედებს ფრენების განრიგზე, განსაკუთრებით ფრანკფურტისა და მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტებში.
ავიაკომპანიამ უკვე გააფრთხილა მგზავრები შესაძლო შეფერხებებისა და გაუქმებული რეისების შესახებ და მოუწოდა მათ, ფრენების განახლებულ გრაფიკს გაეცნონ.