ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა, 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა, 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.
“ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა, 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს, რაც იყო იმ ადამიანთა გამბედაობისა და თავგანწირვისადმი პატივისცემა, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს.
მათი ხსნოვნა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება”,- წერია საელჩოს ინფორმაციაში.