“მზად ვარ” – ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მოსკოვის გარეთ შეხვედრა, კიდევ ერთხელ, შესთავაზა.

“მზად ვარ პუტინთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, არა მოსკოვში ან კიევში. მაგრამ თუ ის მზად იქნება ჩემთან შესახვედრად, უამრავი ადგილია. ასეთი ადგილის პოვნა შეგვიძლია ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აშშ-ში – ნებისმიერ ადგილას“, – განაცხადა მან.

ამასთან, ზელენსკიმ კვლავ უარი თქვა დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანაზე.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩასვლა, თუ ის დიალოგისთვის ღია იქნება.

უშაკოვის განცხადებით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი ზელენსკისთან ურთიერთობაზე, თუმცა ეს კონტაქტები კარგად უნდა იყოს მომზადებული.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის ტერიტორია უნდა დატოვონ, რაც რუსული მხარისთვის, ომის შეწტვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, მნიშვნელოვანი პირობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები