პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვს, ირანისთვის მიცემული ვადა ორი კვირით გადადოს და იმავე პერიოდისთვის ზავი დააწესოს.
ამასთანავე, ის მოუწოდებს თეირანს, ამ პერიოდში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა დაუშვას.
„იმისათვის, რომ დიპლომატიამ თავისი საქმე გააკეთოს, მე გულწრფელად ვთხოვ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ვადა ორი კვირით გაახანგრძლივოს“, – წერს შეჰბაზ შარიფი, რომლის მთავრობაც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.
„პაკისტანი, სრული გულწრფელობით, კეთილი ნების ჟესტად სთხოვს ირანელ ძმებს, რომ ორკვირიანი ვადით გახსნან ჰორმუზის სრუტე“, – წერს ის X-ზე.