“ყველაზე მთავარი რაც არის, რომ მშვიდობით და სიყვარულით იქნეს მიყვანილი ბოლომდე ახალი პატრიარქის გამორჩევა, ეს აუცილებლად იქნება ერთსულოვნებით და სიყვარულით შენარჩუნებული” – ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ ცხრა წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირის გამოცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ერთი რამ მინდა, გითხრათ, –
მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავრებს შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა დამოკიდებულება და სხვადასხვა მოსაზრება, მთლიანობაში, მთლიანი მიზანი, ყველაზე მთავარი რაც არის, რომ მშვიდობით და სიყვარულით იქნეს მიყვანილი ბოლომდე ახალი პატრიარქის გამორჩევა, ეს აუცილებლად იქნება ერთსულოვნებით და სიყვარულით შენარჩუნებული. ასე რომ, სხვადასხვა აზრი იქნება გამოთქმული, თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ერთობაზე ყველას აქვს ძალიან დიდი მონდომება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.