ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ივერონში , 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი გია ფირცხალაიშვილისა და გურამ გუჯაბიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს.
კულტურის ცენტრის წინ 9 აპრილის თემაზე პერფორმანსი მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები