9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზესტაფონში
9 აპრილის სახელობის სკვერში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილეებმა, ზაზა ხვედელიძემ, ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
“9 აპრილის სახელობის მემორიალთან შეკრებილი საზოგადოება პატივს მიაგებს, საქართველოს უახლესი ისტორიის გმირებს, სისხლით მონაპოვარი თავისუფლებისათვის თავგანწირულთა ხსოვნას”, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.