ჩინეთმა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ისახავდა მიზნად, ვეტო დაადეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბაჰრეინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ქვეყნებს მოუწოდებს, კოორდინირება გაუწიონ თავდაცვით ზომებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლისთვის, მათ შორის კომერციული გემების ესკორტირებით.
ტექსტი წარმოადგენდა თავდაპირველი პროექტის შერბილებულ ვერსიას, რომელიც სრუტეში უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, ქვეყნებს ძალის გამოყენების საშუალებას აძლევდა.
რეზოლუციას მხარი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.