“ვეცადოთ, უფრო ხშირად მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოებაში – ჩვენი სულის ცხონებისთვის, ფერისცვალებისთვის” – მეუფე შიო

“ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას. მადლიერების მსხვერპლი დააწესა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი”, – ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) აცხადებს.

როგორც მეუფე განმარტავს, ევქარისტიის საიდუმლოს ასევე ეწოდება წმინდა ზიარების საიდუმლოება იმიტომ, რომ ამ დროს სრულდება ყველაზე მჭიდრო კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის.

“ჩვენ ერთმანეთსაც, ერთი-მეორეს ვეზიარებით, რამეთუ ერთი პურიდან ვიღებთ ზიარებს. აი, როგორი საოცარი რამ ხდება, აი, რატომ ეწოდება ამას საიდუმლოება. მადლობა და დიდება უფალს ამ წყალობისთვის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ უფრო ხშირად, უფრო აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში. ჩვენი სულის ცხონებისთვის, ფერისცვალებისთვის, ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენს გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი”, – აცხადებს მეუფე შიო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები