“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა – ეს წლები წარუშლელია მათთვის, ვინც იმ დღეებს შევესწარით” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ეს წლები წარუშლელია მათთვის, ვინც იმ დღეებს შევესწარით”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აღდგომამდე მნიშვნელოვანი დღეებია, რომლებიც ყველა ქრისტიანმა უნდა გაიაზროს.

„დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ 9 აპრილს გარდაცვლილთა სულები, ასევე, კათოლიკოს-პატრიარქის სული. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და ეს ლოცვითი დღეები განგვაწყობს ლოცვისთვის და იმ სიღრმის გააზრებისთვის, რასაც ნიშნავს დღევანდელი დღე. აღდგომამდე წინ ასევე გვაქვს მსახურებები, მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიაზროს. ახლა მთავარი ყურადღება ეკლესიაზეა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები