გიორგი სვანიძე: მიხარია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათების ოჯახებისთვის გადაცემის ტრადიცია გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათი 140 ოჯახს გადაეცა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადგილზე ესტუმრა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში ტრადიციულად განხორციელდა სოციალური მხარდაჭერის ღონისძიება, რომლის ფარგლებში „სათნოების სახლისა“ და შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
სულ სააღდგომო ნობათი მიიღო 140-მა ოჯახმა, მათგან 22 ოჯახი შინ მოვლის სერვისის ბენეფიციარია.
„აღდგომა არის სითბოს, იმედისა და ერთმანეთის გვერდში დგომის დღესასწაული. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ოჯახების მიმართ, ვისაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მიხარია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეს ტრადიცია წლიდან წლამდე გრძელდება. მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მერიას სწორი სოციალური პოლიტიკის წარმართვისთვისა და თანამშრომლობისთვის. სწორედ ერთიანი ძალისხმევით ვახერხებთ, რომ მეტი ოჯახი მოვიცვათ და რეალური მხარდაჭერა მივაწოდოთ ადამიანებს,“- აღნიშნა გიორგი სვანიძემ
ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტების მომზადების პროცესში ტრადიციულად კომპანია ,,სავანეთი“ ჩაერთო.
სოციალურ აქციაში ასევე მონაწილეობდნენ: სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევი და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი.