ნეთანიაჰუ: ეს დასასრული არ არის – თითი სასხლეტზეა

ეს დასასრული არ არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ის არის, რომ ახლა ირანი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

„ეს არ არის კამპანიის დასასრული. ირანი ამ მოლაპარაკებებში შედის დამარცხებული და უფრო სუსტი, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს ჯერ კიდევ აქვს მისაღწევი მიზნები.

როგორც ნეთანიაჰუმ დასძინა, აშშ-სა და ისრაელს შორის თანამშრომლობა კვლავ ძლიერია.

„პრეზიდენტო ტრამპ, ჩემო ძვირფასო მეგობარო დონალდ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ლიდერობისა და მეგობრობისთვის“, – თქვა მან.

ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი ახლო აღმოსავლეთის სახეს ცვლიან.

მანვე დასძინა, რომ ირანის რეჟიმი ათწლეულებით უკან დაიხია.

მისი თქმით, ირანს არ შეუძლია ახალი რაკეტების წარმოება და ამბობს, რომ მისი ძალები ამჟამად საწყობებში არსებული მარაგებიდან ისვრიან.

ნეთანიაჰუ ასევე აცხადებს, რომ ირანის ბირთვული მასალა ქვეყნიდან გატანილი იქნება – ან შეთანხმებით, ან ომში გამარჯვებით.

პრემიერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს პროცესის დასრულებას. მისი თქმით, ისრაელი „მზად არის ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს ბრძოლას“.

ნეთანიაჰუმ რეგიონულ აქტორებს მკაცრი გაფრთხილება მისცა და აღნიშნა, რომ ქვეყანა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია: „თითი სასხლეტზეა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები