ტრამპი – “მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება”
მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, ალბათ, ასე იქნება,- წერს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დღეს ღამით, მსოფლიოს რთული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იქნება.
“ახლა, როდესაც სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული, ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა, რაღაც რევოლუციურად საოცარი მოხდეს, ვინ იცის? ამას დღეს საღამოს გავიგებთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მსოფლიოს გრძელი და რთული ისტორიისა. 47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის ხალხი!”,- წერს ტრამპი.