“ელემენტარულია, რომ ნამდვილი ინფორმაცია და ფაქტობრივი ინფორმაცია ასახო საკუთარი საგარეო უწყების გვერდზე. ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რაც პირველ რიგში მათივე სახეს აჩვენებს,”- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რაც პირველ რიგში მათივე სახეს აჩვენებს. ელემენტარულია, რომ ნამდვილი ინფორმაცია და ფაქტობრივი ინფორმაცია ასახო საკუთარი საგარეო უწყების გვერდზე,”- განაცხადა ლაშხმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.