ცოტნე ანანიძე: რადიკალური აქტორები საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ის ერთობა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე გაწირეს

“9 აპრილი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. თუმცა, დღეს ვხედავთ მცდელობებს, ეს თარიღი საზოგადოების დასაპირისპირებლად იქნას გამოყენებული,” – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რადიკალური აქტორები საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ერთობა, რომელსაც გმირებმა სიცოცხლე შესწირეს.

“9 აპრილი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. თუმცა, დღეს ვხედავთ მცდელობებს, ეს თარიღი საზოგადოების დასაპირისპირებლად იქნას გამოყენებული. რადიკალური აქტორები, ნებსით თუ უნებლიეთ, საბჭოთა იდეოლოგიის შაბლონებით მოქმედებენ და ცდილობენ დაშალონ ის ერთობა, რომლისთვისაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე გაწირეს. დაუშვებელია, თავისუფლების სიმბოლო შუღლის იარაღად იქცეს,” – წერს ანანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები