ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მიმდინარე წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შარლ მიშელი თანამდებობას ვადამდე დატოვებს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი პარლამენტის წევრობის კანდიდატი იქნება, რადგან შარლ მიშელი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დარჩეს, როდესაც კომისართა ახალი კოლეგია შეიქმნება.