„ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა
„ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა. შემთხვევის შემდეგ თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა.
„ალასკის ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 Max 9 კალიფორნიაში ასრულებდა რეისს, როდესაც გაფრენიდან 35 წუთში მას გარე კორპუსის ნაწილი ფანჯარასთან ერთად მოსძვრა.
შემთხვევის დროს თვითმფრინავი 4 876 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდნენ.