იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია NHK იუწყება.
მათი ცნობით მიწისძვრის შედეგად 605 ადამიანი დაშავდა, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 211 ადამიანი ითვლება.
ქალაქ ვადზიმის ხელისუფლების ცნობით არსებობს კიდეც 100-მდე ადგილი სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან.